ინტელის ტრენინგი

ინტელის  ტრენინგის  პორტფოლიო


სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნინო ჯაფარიძე
რაიონი
ონის  რაიონი
სკოლა
ონის  საჯარო  სკოლა
ქალაქი
ონი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ძველი  აღმოსავლეთის  ცივილიზაციები
თემის შინაარსი
მოსწავლე  ჩამოთვლის  ძველი  აღმოსავლეთის  ქვეყნებს  , ახასიათებს  მმართველობის  ფორმებს,  რუკაზე  უჩვენებს  უმნიშვნელოვანეს კულტურულ  პოლიტიკურ  ცენტრებს.  რუკის  დახმარებით  მსჯელობს  მს.  ისტორიის  ძირითად  საკითხებზე.  ადარებს  მმართველობის  ფორმებს  ერთ  ეპოქაში  და  მსჯელობს  მათ  დადებით  და  უარყოფით  მხარეებზე.  აღნიშნავს  მისი  აზრით  ყველაზე  საინტერესო  და მნიშვნელოვან  ისტორიულ  მოღვაწეს  და  მსჯელობს  მისი  მოღვაწეობის  დადებით  და  უარყოფით  მხარეებზე.
საგანი
ისტორია
დონე/კლასი  
მეშვიდე  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
  ორი  კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ისტ.VII.1 მოსწავლეს  შეუძლია  დააკაავშიროს  ფაქტები  და  მოვლენები  შესაბამის  ისტორიულ   ეპოქებთან. 
ისტ VII,2მოსწავლეს  შეუძლია  განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის,  ისტორიულ-ეთნოგრაფიული,მხარისა და გეოგრაფიული  ობიექტების  მდებარეობას  რუკაზე.
ისტ  VII.3 მოსწავლეს  შეუძლია  დაახასიათოს  და შეადაროს  ერთმანეთს  სხვადასხვა  ისტორიულ  ეპოქაში  არსებული  სახელმწიფოს  მმართველობის  ფორმები.
ისტ. VII.4   მოსწავლეს   შეუძლია  იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის  მნიშვნელობაზე  ქვეყნის  ისტორიაში
ისტ.VII.8მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა  წესი, ნორმა  და კანონი  და  ტრადიცია  განასხვაოს  ამა თუ  იმ ისტორიული  ეპოქისადმი  მათი  კუთვნილების  მიხედვით.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
შესაბამისი  ეპოქის  ისტორიულ  რუკაზე  შემოხაზავს ცალკეულ  სახელმწიფოს  საზღვრებს  და მათ  უმნიშვნელოვანეს  კულტურულ  პოლიტიკურ ცენტრებს. რუკის  დახმარებით  მსჯელობს  მსოფლიო  ისტორიის  ძირითად  საკითხებზე.  სხვადასხვა  ისტორიული  ეპოქის  მაგალითზე  დაყრდნობით  ახასიათებს სახელმწიფოს  მმართველობის  ფორმებს. ადარებს  მმართველობის  სხვადასხვა  ფორმებს  ერთ  ეპოქაში  და მსჯელობს  მათ  დადებით  და  უარყოფით  მხარეებზე. მოიპოვებს  ინფორმაციას ერთ-ერთ  პოლიტიკური  მოღვაწის  შესახებ  და  წერს თემას  მისი  მოღვაწეობის  დადებით  და  უარყოფით  მხარეებზე
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
 რომელ  ქალაქში  იცხოვრებდით  სიამოვნებით?
ხომ  არ  იცით  როდის  დაარსდა?  რომელი  ქალაქები  იცით  უფრო  ძველი?
 თუ  იცით  სად  და  როდის  დაარსდა  პირველი  ქალაქები?  რომელი  დაწესებულებები  იყო  მაშინ  ქალაქის  სახის  განმსაზღვრელი?        
თემატური კითხვები

შინაარსობრივი კითხვები
დაასახელეთ  და  რუკაზე  მოვნახოთ ძველი მსოფლიოს  დიდი ქალაქები. როგორ   იმართებოდა ისინი. შევადაროთ ძველი  მსოფლიოს სახელმწიფოების  მოწყობის ,  მართვა - გამგეობის  წესები, საშინაო და  საგარეო  პოლიტიკა.

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების, წარმოდგენების და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის

კითხვა-პასუხი
ტესტი

შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის გაგების შემოწმებისათვის. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტურ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას.
დაკვირვების  ჩეკლისტი
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისათვის. წაახალისეთ მეტაკოგნიტური აზროვნება, განსაზღვრეთ მოსწავლეების სწავლის საჭიროებები შემდგომი ეტაპისათვის.
პრეზენტაცია

პრეზენტაცია


შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

·         პროექტის  დასაწყისში   კითხვა-პასუხის , ტესტების ,  გამოყენებით   დავადგენ    მოსწავლეთა  ცოდნას  და  საჭიროებებს. 
·         მიმდინარეობას  ვამოწმებთ  ჩეკლისტის  საშუალებით  .
·         საბოლოო  შედეგს  ვაფასებთ  პრეზენტაციითა  და  შეფასების  რუბრიკების  საშუალებით



სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

მოსწავლეებს  შეუძლიათ ინტერნეტში  მუშაობა,  ინფორმაციის  მოპოვება-დახარისხება, აქვთ  ზოგადი  ცოდნა  სამიზნე  საკითხის  შესახებ.



სასწავლო პროცედურები

·         კითხვა-პასუხის  მეშვეობით  ვიკვლევ  თუ  რა ცოდნა  აქვთ  მოსწავლეებს  ძველი  მსოფლიოს  ქვეყნების  :  შუმერის,  ასურეთის,  ბაბილონის,  ეგვიპტის, და  სხვათა  შესახებ.
·          უფრო  საფუძვლიანი ცოდნის  მისაღებად ,  მოსწავლეებთან  ერთად  ვადგენთ  გამოსაკვლევი  ქვეყნების  ჩამონათვალს და  მიზანს  თუ  რა  მიმართულებით  უნდა  წარვმართოთ  კვლევა.
·         ვადგენთ  ოთხ  ჯგუფს,  ვანაწილებთ  საკვლევ  ქვეყნებს  ჯგუფებში. ვნიშნავთ  ლიდერებს  , ბავშვებთან  შეთანხმებით  ვანაწილებთ  მოვალეობებს.
·         ბავშვები  მოიპოვებენ  ინფორმაციას  შუმერების ,  ასურელების,   ბაბილონელების, ეგვიპტელების მთავარი  და  საკულტო  ქალაქების  იერ-სახის,  მოწყობისა  და  მმართველობის  შესახებ.მოიძიებენ  ცნობებს  ამ  ქვეყნების  სახელგანთქმული  მმართველების  შესახებ. 
·         კვლევის  მიმდინარეობისას  დროდადრო  ვატარებთ  მონიტორინგს    საჭირო ების  შემთხვევაში  ვეხმარებით რჩევით.   ვაწყობთ  პრეზენტაციებს .
·         სხვადასხვა  ჯგუფის  წევრები  კოგნიტური  სქემების  გამოყენებით  ადარებენ  მმართველობის  ფორმებს  სხვადასხვა  ქვეყნებში, მსჯელობენ გილგამეშის, გუდეას.  ასურბანიფალის, ტიგლათფალასარ  მესამის, ეხნატონის ,  რამზეს  მეორის, ჰამურაბისა  და  ნაბუქოდონოსორ  მეორის  მმართველობის  დადებით  და  უარყოფით  მხარეებზე. 
·           თვითშეფასებისა  და  ურთიერთშეფასების  რუბრიკების   გამოყენებით   ფასდება  მოსწავლეთა  ნაშრომები.
·         საბოლოოდ  მოსწავლეები  ავსებენ  სქემას  „რა  ვიცოდი,  რა გავიგე,  რა  მინდა  ვიცოდე“.

დიფერენცირებული სწავლება


სპეციალური საჭიროებები
სსსმ მოსწავლეს დაეხმარება სხვა ბავშვებს ფოტოების დახარისხებაში;


არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვან მოსწავლეს თავისი მშობლიური ენის საიტებიდან გადმოვათარგმნინებ საჭირო ინფორმაციას


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები







ბავშვები მოპოვებულ  მასალას  გააანალიზებენ. გამოიკვლევენ.  შეაფასებენ  და  მეგობრებთან  ერთად  არგუმენტებით  დაიცავენ თავიანთ  შეხედულებებს.



სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები




ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭიროტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი,  პროექტორი,  ეკრანი.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები











პირველი  დღე
ვიწყებთ  ინტელის  ტრენინგს,  რომელსაც ასეთი  ინტერესით  ველოდით.  პირველ  დღეს   ვისაუბრეთ  პროექტის  მნიშვნელობაზე,  გავეცანით  შეფასების  რუბრიკებს.განვიხილეთ  პროექტების  მნიშვნელობა  სწავლის  პროცესში.  ვაკეთებთ  მონახაზs,

დღე  მეორე
ვეცნობით  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევებს,  ვმსჯელობთ  მიმართულების  მიმცემ   საკვანძო  კითხვებზე,  ვასახელებთ  სხვადასხვა  სახის  კითხვებს  და  საკმაოდ  ვხალისობთ.გავაცანით  ერთმანეთს  ჩვენი  მომავალი  პროექტების თემები.  ვსწავლობთ  სარეკლამო პუბლიკაციების  (ბროშურების)  დამზადებას.
მესამე  დღე
 ვსწავლობთ   თუ  რა  უნდა  გავაკეთოთ  პროექტის  დაწყებამდე,  გავაზიარეთ  ბროშურები,ესგ-სტანდარტები,  განვიხილეთ  თუ  როგორ  უნდა  მომზადდეს  პრეზენტაციები  სასწავლო  პროექტისათვის.  იმდენი  დავალებები  მოგვცეს  თავი  ნაძვის  ხე   მგონია.
დღე  მეოთხე
  „   დასვენების“  შემდეგ  ვცდილობ   ყოჩაღად შევუდგე  საქმეს,  განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  ინსტრუმენტები,შევავსეთ  დროის  ჩარჩო.  ჩეკლისტები. განვსაზღვრეთ  თუ  როგორ  მოვახდინოთ  მოსწავლეების  საჭიროებების  შეფასება,  ბევრი  რამ  ნაცნობია( ისევე  როგორც  სახელგანთქმული  ბლუმი).

დღე  მეხუთე
 გვრცხვენოდეს!   აღმოჩნდა რომ, ზოგჯერ,  მართალია    ჩვენდა  უნებურად, მაგრამ  მაინც  მეკობრეობას  ვეწეოდით  თურმე.  ასე  რომ  თუკი  რაიმე  მოგეწონა  ინტერნეტიდან  ,  გადმოიწრე  და  ისე  გაბრიყვდი რომ  გაკვეთილზე  გამოიყენე   ინტერნეტის  ორმეტრიანი  მისამართის მითითების   გარეშე,  ჩათვალე  რომ  დიდ  შარში  გაები,  ამიტომ  დიდი  გულმოდგინებით  შევისწავლეთ  თემა  ბიბლიოგრაფიისა  და  საავტორო  უფლებების  , ინფორმაციის  მოპოვება-გამოყენების    სამართლებრივი  -ეთიკური  მხარეების  შესახებ .

დღე  მეექვსე
 აღმოჩნდა  რომ  საკმაოდ  საინტერესო,  აქტიური  გაკვეთილი  იყო , პრაქტიკული  საქმიანობებით  უხვად  დატვირთული ,  თუმცა  ამის  შესახებ  სამწუხაროდ   კოლეგებისაგან  გავიგე, რადგან  მიზეზთა  გამო  თავად  არ  ვესწრებოდი  მას,   ამიტომ  რა  სამწუხაროც  არ  უნდა  იყოს ვერც  შვაფასებ  L.

დღე   მეშვიდე
მოვაწყვეთ  პროექტის  გეგმების  განხილვა, გუგლ დრაივზე  ავტვირთეთ  წარმოსახვითი  მოსწავლის  პერსპექტივიდან  დანახული და  ჩვენი  შექმნილი ნაშრომი,   (იმდენად  შევედი  როლში,  ზოგიერთი  ზარმაცი  მოსწავლისადმი  ემპათიის  გრძნობაც  კი  გამიჩნდაJ ) ჰო, მართლა,  დავიწყების  მორევს  წავართვით  სამი  წლის  წინ  შექმნილი  ბლოგები  და  რაც  მთავარია  შევქმენით  ახალი!

დღეი იგი მერვე
 (ისტორიკოსი ვარ  J)-განვიხილეთ  პორთფოლიოები (როგორც იქნა  დავინახე  ჩემი  პორთფოლიო,  ვაშაა!), შევასწორეთ . დავეხმარეთ  ერთმანეთს.

დღე  მეცხრე
დღეს  რეფლექსიებს  ავტვირთავთ ,    დღის  ბოლოს  ერთმანეთს  ვეტყვით  „სერთიფიკატი  გოგოო,  ერთი  კრედიტი  აქვს ლინკით  მობმულიი!!!!!“ და  გმირული  შემართებით  დავსახავთ  სულ მცირე  ოცდასამი კრედიტის  მოპოვების  გზებს. J 


No comments:

Post a Comment